|
პროდუქციის შერჩევის შემდეგ, შეკვეთა დაადასტურეთ ტელეფონის საშუალებით და დაუკავშირდით ოპერატორს 577 20 78 73. (დარეკვით თქვენ დაგვიდასტურებთ, რომ ნამდვილად გსურთ შეკვეთილი პროდუქციის შეძენა)
მოგესალმებათ ინტერნეტ მაღაზია www.MyBrand.ge
გთავაზობთ საუკეთესო ხარისხისა და ბრენდების მამაკაცების, ქალების და ბავშვების უახლეს კოლექციებს ევროპიდან. ონლაინ მაღაზია MyBrand-ის საშუალებით შეგიძლიათ შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი რამდენიმე ნივთი ყოველგვარი დამატებითი ტრანსპორტირების თანხის გარეშე. ანუ თქვენ გადაიხდით ნივთის მთლიან თანხას რაც მითითებულია ვებ გვერდზე რაშიც ასევე შედის მისი ტრანსპორტირება და ადგილზე მოტანა.
შეკვეთები მიიღება 1 კვირის განვალობაში, მას შემდეგ რაც შეარჩევთ თქვენთვის სასურველ ნივთს აუცილებელია გაიაროთ ავტორიზაცია და ვებ გვერდზე დარეგისტრირდეთ როგორც მომხმარებელი. (იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები, რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითოთ სწორი ელ ფოსტის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი) შეკვეთიდან 1- დღის განმავლობაში უნდა დაგვიკავშირდეთ 577 20 78 73 და ჩვენ გადავამოწმებთ თქვენს მიერ შერჩეული მოდელი და ზომა გაყიდვაშია თუ არა. ამის შემდეგ 3 დღის განმავლობაში გადაიხდით ნივთის საფასურს მაღაზიის ანგარიშზე. თუ 3 დღის ვადაში ვერ მოხერხდება თანხის შეტანა, შეკვეთა ავტომატურად გაუქმდება.
გადახდის შემდეგ კუთვნილ პროდუქციას მიიღებთ 14 დღის განმავლობაში. (ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქცია იწარმოება ევროპის ბაზრისთვის, ამიტომ 1 კვირის განმავლობაში ჩვენ ვაგროვებთ თქვენს შეკვეთებს)
შეძენილი პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას აღმოაჩნდება ქარხნული დეფექტი და არა ზომის უზუსტობის გამო. ამიტომ გთხოვთ, შეკვეთის გაკეთებამდე გულდასმით გაეცანით ჩვენს მიერ მომზადებულ ზომების ცხრილს, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ დახმარების სექციაში.
|